1 Mirotadze Street, 8th floor, 0171, Tbilisi, Georgia
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

BEGIN International Education Fair in Tbilisi

კვირას, 2017 წლის 26 თებერვალს  BEGIN ჯგუფის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში(გამოფენის ოფიციალური პარტნიორია PRIME STUDY)

თქვენ სწავლობთ უცხო ენებს? გიყვართ მოგზაურობა? ხომ არ დადგა დრო შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? - მაშინ გელით სასტუმრო რედისონში 13-დან 17 საათამდე.

BEGIN ჯგუფის განათლების საერთაშორისო გამოფენა მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას უშუალოდ შეხვდეთ და გაესაუბროთ უნივერსიტეტების, ბიზნეს-სკოლებისა და უცხო ენების სკოლების წარმომადგენლებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნიდან. ასევე, შეძლებთ მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია საზღვარგარეთ სწავლების ყველა ასპექტთან დაკავშირებით სასურველ პროგრამაზე მისაღები მოთხოვნების, სტიპენდიებისა და სავიზო მხარდაჭერის საკითხების ჩათვლით. 

გამოფენაზე დასწრება უფასოა, თუმცა ამისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია.