14 Krtsanisi Street, Tbilisi, 01114, Georgia
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

''განათლების საერთაშორისო'' გამოფენა თბილისში

განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY გიწვევთ კვირას, 10 მარტს 13-დან 16 საათამდე სასტუმრო ''რედისონ ბლუ ივერია''-ში BEGIN ჯგუფის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე. არ გამოტოვოთ ეს შანსი! დასწრება უფასოა, საჭიროა მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

BEGIN ჯგუფის განათლების საერთაშორისო გამოფენა მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას უშუალოდ შეხვდეთ და გაესაუბროთ უნივერსიტეტების, ბიზნეს-სკოლებისა და უცხო ენების სკოლების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან (Bocconi-ის ცნობილი უნივერსიტეტი), ჩეხეთიდან და უნგრეთიდან. ასევე, შეძლებთ მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია საზღვარგარეთ სწავლების ყველა ასპექტთან დაკავშირებით სასურველ პროგრამაზე მისაღები მოთხოვნების, სტიპენდიებისა და სავიზო მხარდაჭერის საკითხების ჩათვლით. 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@primestudy.ge