თბილისი, კრწანისის ქუჩა 14
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

MBA 25 Fair in Tbilisi

Saturday, October 31, 2015! MBA25 Fair in Tbilisi (in partnership with PRIME STUDY)

 

IE, SDA Bocconi, Manchester – მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლები თავს მოიყრიან MBA-ის ღონისძიებაზე თბილისში!

ვიწვევთ ბიზნეს პროფესიონალებს, და ბიზნეს ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალობის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, თავის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ MBA-ის ღონისძიებაზე შაბათს, 31 ოქტომბერს სასტუმრო თბილისი მერიოტში 13:30 სთ-დან.

MBA25 არის კარგი შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ მსოფლიოს ტოპ–25 ბიზნეს სკოლის მიმღები კომისიის დირექტორებს,წარმატებულ კურსდამთავრებულებს,და საქართველოს საუკეთესო კომპანიების სპიკერებს.

ამ ღონისძიებაზე თქვენ გაეცნობით:

– რა არის MBA-ის განათლება, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს თქვენი კარიერა და 30%-მდე გაიზარდოს თქვენი შემოსავალი ორ წელიწადში?

– როგორ გაუძლოთ კონკურენციას საქართველოსა და მსოფლიო კრიზისის პერიოდში?

– სად შეიძლება გაიგოთ განათლების ყველაზე აქტუალური პროგრამების შესახებ და გაარკვიოთ MBA-ის რომელი პროგრამები მოგცემენ უმაღლეს ROI-ს ?

– როგორ მოეწყოთ სამუშაოდ საერთაშორისო კომპანიაში?

 

SDA Bocconi, Manchester, IE–ის მიმღები კომისიების წევრები აგიხსნიან სწავლის სპეციფიკას ტოპ ბიზნეს სკოლებში და თითოეულ კანდიდატს დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.Wharton, Chicago Booth, LBS, Kelogg, INSEAD – ის კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას საქართველოში სწავლისა და მუშაობის შესახებ.

MBA 25 მონაწილეობის უპირატესობები:

  1. ტოპ ბიზნეს სკოლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან პირადი შეხვედრები
  2. ყველა მონაწილესთვის ინდივიდუალური განრიგი
  3. MBA25-ის შეხვედრების ოთხი ფორმატი: ბიზნეს სკოლებთან, კურსდამთავრებულებთან და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან;
  4. საკარიერო სესიები MBA-ის მიღების შემდეგ შესაძლებლობებზე.

 

მონაწილეობა MBA25-ში უფასოა,მაგრამ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია