63 Gorgasali street, Tbilisi, 01114, Georgia
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

Info Session: Study in the US!

Wednesday, January 27, 2016! Study in the US - Info Session in Tbilisi (in partnership with PRIME STUDY)

 

 

მათთვის, ვისაც სურს აშშ-ს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო განათლების მიღება, საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო PRIME STUDY თავის ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია Shorelight Education-თან ერთად აწყობს ექსკლუზიურ საინფორმაციო შეხვედრას ქართველ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან! შეხვედრა შედგება ოთხშაბათს, 27 იანვარს, 19 საათზე სასტუმრო Holiday Inn-ში. დასწრება უფასოა. რეგისტრაცია ელ-ფოსტით მისამართზე: info@primestudy.ge

შეხვედრას წარუძღვება Shorelight Education-ის ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიმართულების რეკრუტირების მენეჯერი, ქ-ნი ნადინე რივარდი.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტების, როგორიცაა Adelphi University, University of Central Florida, University of South Carolina, University of Kansas, Florida International University, Auburn University და Louisiana State University შესახებ, ასევე, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების, მისაღები მოთხოვნებისა და სწავლის დასრულების შემდგომ აშშ-ში დასაქმების პერსპექტივების შესახებ.