63 Gorgasali street, Tbilisi, 01114, Georgia
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

Win the Scholarship and Study in the USA!

Monday, April 18, 2016! Win the Scholarship and Study in the USA! - Info Session in Tbilisi!

 

 

მათთვის, ვისაც სურს აშშ-ს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა და სტიპენდიების მოპოვება, საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო PRIME STUDY თავის ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია Shorelight Education-თან ერთად აწყობს ექსკლუზიურ საინფორმაციო შეხვედრას ორშაბათს, 18 აპრილს 19:00 საათზე სასტუმრო Courtyard Marriott-ში (თავისუფლების მოედანზე). დასწრება უფასოა. რეგისტრაცია ელ-ფოსტით მისამართზე: info@primestudy.ge

შეხვედრას წარუძღვება Shorelight Education-ის დუბაის რეგიონალური დირექტორი, ბ-ნი მაიკლ ლოუსონი, რომელი საგანმანათლებლო სფეროში აქტიური მოღვაწეობის პარალელურად გახლავთ ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის სტიპენდიის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური კომიტეტის წევრი (2013 წლიდან) და იუნესკოს მშვიდობის ცენტრის სტიპენდიის რეგიონალური კოორდინატორი ევროპასა და აზიაში (2015 წლიდან).

 

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტები, როგორიცაა Adelphi University, American University, University of Central Florida, University of South Carolina, University of Kansas, Florida International University, Auburn University და Louisiana State University და ამ სასწავლებლებში არსებული შიდა სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია (5-დან 30%-მდე ოდენობის შეღავათი სწავლის საფასურში). სპიკერი ასევე ისაუბრებს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების, მისაღები მოთხოვნებისა და სწავლის დასრულების შემდგომ აშშ-ში დასაქმების პერსპექტივების შესახებ. პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში ბ-ნი ლოუსონი დაინტერესებულ კანდიდატებს ადგილზე გაესაუბრება. მსურველებს ვთხოვთ თან იქონიონ საჭირო დოკუმენტები (CV, დიპლომის ასლი, ნიშნების ფურცელი, გამოცდების სერთიფიკატი, და სხვა).