63 Gorgasali street, Tbilisi, 01114, Georgia
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

University of Winnipeg

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი PRIME STUDY გახლავთ ვინიპეგის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში!


ვინიპეგის უნივერსიტეტში შესაძლებელია სწავლა როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე პროფესიული განათლების პროგრამებზე, რაც განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვისაც კანადაში ლეგალურად იმიგრაცია და შემდგომი დასაქმება სურს!


სწავლის პერიოდში სტუდენტს ექნება ლეგალურად მუშაობის უფლება (20 საათი კვირაში), სწავლის დასრულების შემდეგ კი ექნება შესაძლებლობა მიიღოს ბინადრობის და სამუშაო უფლება შემდგომ უკვე კანადის მოქალაქეობის მიღების პერსპექტივით. ასევე შესაძლებელია სასწავლებლად გამგზავრება მეუღლესთან ერთად, ვისაც ექნება სრულგანაკვეთზე ლეგალურად მუშაობის უფლება, ხოლო 18 წლამდე შვილებს შეეძლებათ საჯარო სკოლაში უფასოდ მიიღონ განათლება. ეს ყოველივე რეალობაა, და PRIME STUDY დაგეხმარებათ დასახული მიზნის განხორცილებაში!


ვინიპეგის უნივერსიტეტი გთავაზობთ პროფესიული განათლების შემდეგ პროგრამებს (იხილეთ ასევე სწავლის ხანგრძლივობა და საფასური):

 

  • ADVANCED BUSINESS MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი, 2020, ასევე მაისი, 2021. ხანგრძლივობა: 12 თვე. სწავლის ღირებულება: 11 840 კანადური დოლარი
  • FINANCIAL MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი, 2021. ხანგრძლივობა: 24 თვე. სწავლის ღირებულება: 24 480 კანადური დოლარი
  • HUMAN RESOURCE MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი:  სექტემბერი, 2020, ასევე მაისი, 2021. ხანგრძლივობა: 12 თვე. სწავლის ღირებულება: 18 915 კანადური დოლარი
  • MARKETING MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი, 2020, ასევე იანვარი, 2021. ხანგრძლივობა: 24 თვე. სწავლის ღირებულება: 24 480 კანადური დოლარი
  • NETWORK SECURITY - სწავლის დაწყების თარიღი:  აგვისტო, 2020, ასევე თებერვალი, 2021. ხანგრძლივობა: 16 თვე. სწავლის ღირებულება: 22 580 კანადური დოლარი
  • PROJECT MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი:  სექტემბერი, 2020, ასევე მაისი, 2021. ხანგრძლივობა: 12 თვე. სწავლის ღირებულება: 18 315 კანადური დოლარი
  • PR, Marketing & Strategic Communication Management - სწავლის დაწყების თარიღი:  აგვისტო, 2020. ხანგრძლივობა: 13 თვე. სწავლის ღირებულება: 19 775 კანადური დოლარი
  • SUPPLY CHAIN MANAGEMENT - სწავლის დაწყების თარიღი:  იანვარი, 2021. ხანგრძლივობა: 13 თვე. სწავლის ღირებულება: 18 215 კანადური დოლარი
  • WEB DEVELOPMENT - სწავლის დაწყების თარიღი:  სექტემბერი, 2020, ასევე იანვარი, 2021. ხანგრძლივობა: 12 თვე. სწავლის ღირებულება: 22 415 კანადური დოლარი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: info@primestudy.ge