თბილისი, გორგასლის ქუჩა 63
+995 571 12 00 00
info@primestudy.ge

 

PRIME STUDY გახლავთ საკონსულტაციო სააგენტო, რომელიც გაგიწევთ კომპეტენტურ მომსახურებას საზღვარგარეთ აკადემიური ან მოკლე-ვადიანი პროფესიული განათლების მიღების კუთხით. ჩვენი მომსახურებით უკვე წარმატებით ისარგებლა ათეულობით მოქალაქემ და აიმაღლა აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაცია სასურველ სასწავლებელში უცხოეთში. ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია გარანტირებული ხარისხი, დროული და კომპეტენტური კომუნიკაცია, ჩვენი სერვისის
 მომხმარებლის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე დაწყებული სასურველი სასწავლებლისა და აკადემიური პროგრამის შერჩევით და სავიზო დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და უცხოეთის ქალაქში საცხოვრებლის უზრუნველყოფით.

რატომ PRIME STUDY?

  • ჩვენ არ გზღუდავთ წინასწარ შედგენილი სასწავლებლების ჩამონათვალით და განიჭებთ სრულ თავისუფლებას სასურველი სასწავლებლის შერჩევაში
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე სასწავლებელში განაცხადის გაგზავნა, რაც ზრდის სტუდენტის წარმატებისა და საუკეთესო არჩევანის მიღების შანსს
  • ჩვენი კონსულტაციით მოსარგებლე ათეულობით სტუდენტი ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში და ბევრმა მათგანმა მოიპოვა როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული დაფინანსება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მთავრობებისგან (Chevening - ბრიტანეთი, Visegrad - ვიშეგრადის პარტნიორობის ქვეყნები, Stipendium Hungaricum - უნგრეთი), აგრეთვე უნივერსიტეტების შიდა საკონკურსო ფინანსური შეღავათები;
  • ჩვენი სააგენტო დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებსაც უკვე აქვთ საზღვარგარეთ სწავლის და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება.

 

სერვისები

 

PRIME STUDY დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და მოახდინოთ შესაძლებლობების მაქსიმალიზება სასურველი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს:services_photo

  • თქვენთვის სასურველ ქვეყანაში / ქალაქში აკადემიური და ფინანსური შესაძლებლობების შესაფერისი სასწავლო პროგრამის მოძიება
  • შერჩეულ სასწავლებლებში სრულყოფილი საგანაცხადო პაკეტის მომზადებაში კონსულტაცია დედლაინებისა და მისაღები მოთხოვნების დაცვით
  • სასწავლო სტიპენდიების მოძიება (როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დაფინანსება) და განაცხადის მომზადებაში კონსულტაცია
  • საცხოვრებლისა და სასწავლო ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაცია

Whoops, looks like something went wrong.